კონტრაფაგოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კონტრაფაგოტი''' – (იტალ. contrafagotto), ხის სასულე მუსიკალური საკრავ...) |
02:39, 26 აპრილი 2025-ის ვერსია
კონტრაფაგოტი – (იტალ. contrafagotto), ხის სასულე მუსიკალური საკრავი. ფაგოტის ნაირსახეობა. ჟღერს მასზე ოქტავით დაბლა.
კონტრაფაგოტი შექმნა XVII ს. გერმანელმა ოსტატმა გ. შრაიბერმა. XX ს-ში სრულყო გერმანელმა კონსტრუქტორმა ვ. ჰეკელმა. კონტრაფაგოტის არხის სიგრძე დაახლ. 5 მ-ია, დიაპაზონი-სუბკონტროქტავის სი-ბემოლიდან მცირე ოქტავის ფა-მდე. ნოტები იწერება ნამდვილი ჟღერადობიდან ოქტავით ზევით. გამოიყენება სიმფონიური და სასულე ორკესტრებში. სიმფონიის პარტიტურაში კონტრაფაგოტის პარტია იწერება ფაგოტის პარტიის ქვემოთ და ვალტორნის პარტიის ზემოთ.