მეგრელიძე ავქსენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეგრელიძე ავქსენტი“ გადაიტანა გვერდზე „ავქსენტი მეგრელიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავქსენტი მეგრელიძე“ გადაიტანა გვერდზე „მეგრელიძე ავქსენტი“ გ...)

21:49, 30 აპრილი 2025-ის ვერსია

მეგრელიძე ავქსენტი – (1 იანვარი 1877, სოფ. ხრიალეთი, ოზურგეთის რ-ნი – 12 დეკემბერი 1953, თბილისი], ქართველი ლოტბარი. ხელოვნ. დამსქხურებული მოღვაწე. 1897-98 ხელმძღვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს. 1898-იდან ეწეოდა სალოტბარო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი – თბილისში. 1927 სუფსაში, 1933 თბილისში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელიც წარმატებით ასრულებდა მის მიერ დამუშავებულ ხალხურ სიმღერებს. ა. მეგრელიძის ხელმძღვანელობით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტის ხალხური გუნდი. მეგრელიძემ შეკრიბა და ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური (კერძოდ გურული) სიმღერა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები