მაქცია (ფრინველი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაქცია''' (Jynx torquilla Linnaeus, 175) − ფრინველთა გვარი, ფრინველი [[კოდალასნ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მაქცია''' (Jynx torquilla Linnaeus, 175) − ფრინველთა გვარი, ფრინველი  [[კოდალასნაირნი|კოდალასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − მაქცია.
+
'''მაქცია''' (ლათ. Jynx torquilla Linnaeus, 175) − ფრინველთა გვარი, ფრინველი  [[კოდალასნაირნი|კოდალასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − მაქცია.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[კოდალასნაირნი]] (Piciformes)
 
* რიგი − [[კოდალასნაირნი]] (Piciformes)

მიმდინარე ცვლილება 16:05, 5 მაისი 2025 მდგომარეობით

მაქცია (ლათ. Jynx torquilla Linnaeus, 175) − ფრინველთა გვარი, ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მაქცია.

მაქცია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი − 60-75 მმ, ნისკარტი – 15-16 მმ, წონა – 30-45 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-მურაა; თხემზე წვრილი განივი მურა წინწკლებია, ხოლო ზურგზე – მოშავო-მურა გასწვრივი ზოლები. ეს ზოლები ხშირად ერთმანეთს ერთ მთლიან მუქ ლაქად ერწყმიან. კუდის ზედა მფარავები რუხი-ქვიშისფერია, ნიკაპი, ყელი და ჩიჩახვი – ჟანგმიწისფერი, წვრილი მურა განივი წინწკლებით. დანარჩენი ქვემო მხარე მოთეთრო ან ჟანგმიწისფერია, წვრილი სამკუთხა ლაქებით. პირველი რიგის მომქნევები ღია მურა ფერისაა. პირველი მომქნევი ძალიან ვიწრო და პატარაა, იგი მტევნის მფარავებზე მოკლეა. საჭის ბუმბულებზე ვიწრო მოშავო და ფართო მორუხო განივი ზოლებია. ნისკარტი და ფეხები მურა-რქისფერია. მაქცია გამოირჩევა კოდალებისაგან რბილი ბუმბულსაფარველით, საჭის ბუმბულების მომრგვალებული ბოლოებით. ხეებზე ცოცვა და ხის ქერქის ამოტეხა არ შეუძლია.

ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მაქცია – J. t. torquilla Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპას – ჩრდილოეთით პოლარულ წრემდე, ხოლო სამხრეთით ხმელთაშუა ზღვამდე; აფრიკაშიალჟირს; აზიას – ჩრდილოეთით ბერეზოვკამდე და იაკუტსკამდე, ხოლო სამხრეთით – ქაშმირამდე და კორეამდე, აღმოსავლეთით – იაპონიამდე. ზამთარს ატარებს აფრიკის ჩრდილოეთ ნახევარში (საჰარის გამოკლებით), ინდოეთსა და ჩინეთში. საქართველოში მობუდარია.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ნაირგვარი ტიპის ტყე, უპირატესად კი ფოთლოვანი ტყის ნაპირები, მინდვრები და ჭალები ცალკე მდგომი ხეებით, ბაღები და პარკები. უღრან, ერთფეროვან ტყეს თავს არიდებს.

[რედაქტირება] გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ცალკეულ წყვილებად ხის ფუღუროებში, ზოგჯერ ხრამების კედლების სოროებში, მაგრამ ხემცენარეთა მახლობლად. მაისის პირველ ნახევარში დებს 6-12 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი, ხოლო მამალი მას ცვლის მცირე ხნით. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეს გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან შეუმოსავნი და ბრმები.

[რედაქტირება] კვება

მაქციას ძირითადი საკვებია ჭიანჭველები და მათი კვერცხები. გარდა ამისა, ჭამს ბუგრებს, კუტკალიებს და სხვა მრავალ მწერს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები