პერგოლეზი ჯოვანი ბატისტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პერგოლეზი ჯოვანი ბატისტა“ გადაიტანა გვერდზე „[[ჯოვანი ბატისტა პ...)

14:21, 6 მაისი 2025-ის ვერსია

ჯოვანი ბატისტა პერგოლეზი (პერგოლეზე), – (ნამდვილი გვარი დრაგი, [4 იანვარი 1710, ეზი, ანკონა – 17 მარტი 1736, პოცუოლი, ნეაპოლის მახლობლად), იტალიელი კომპოზიტორი, ნეაპოლური საოპერო სკოლის წარმომადგენელი. 1731 ნეაპოლში დაიდგა პერგოლეზის პირველი ოპერა „სალიუსტინი“. წერდა ოპერა-სერიებს, ორატორიებს, კომიკურ ინტერმედიებს. 1733 თავისი ოპერა-სერია „ამაყი ტყვისათვის“ დაწერა ინტერმედია „მოახლე-ქალბატონი“, რომელმაც სათავე დაუდო ახალი ჟანრის ოპერა-ბუფის განვითარებას. პერგოლეზის სხვა ნაწარმოებებმა (ტრიო-სონატები, საოპერო უვერტიურები) სტილური გარდატეხა მოახდინა XVIII ს. იტალიურ მუსიკალურ ხელოვნებაში. ფართო აღიარება მოიპოვა პერგოლეზის სასულიერო ნაწარმოებმა „სტაბატ მატერმა“ (1735).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები