რაველი მორის ჟოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რაველი მორის ჟოზეფ“ გადაიტანა გვერდზე „მორის ჟოზეფ რაველი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მორის ჟოზეფ რაველი“ გადაიტანა გვერდზე „რაველი მორის ჟოზეფ“ გა...)

23:46, 6 მაისი 2025-ის ვერსია

მორის ჟოზეფ რაველი – (7 მარტი 1875, სიბური, ატლანტიკის პირენეები − 28 დეკემბერი 1937, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი XX ს. I ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

დაამთავრა პარიზის კონსერვატორია (გ. ფორეს საკომპოზიციო კლასი). ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში შექმნა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები („პავანა ინფანტის გარდაცვალებაზე“ ფორტეპიანოსათვის, 1899), ავითარებდა იმპრესიონიზმის პრინციპებს. ასეთია მისი საფონიური ნაწარმოებები – „წყლის თამაში“ (1901), „ანარეკლები“ (1905), „ღამის გასპარი“ (1908), აგრეთვე ბალეტი „დაფნისი და ქლოე“ (დაიდგა პარიზში, 1912). რაველის მუსიკაში აისახა ესპანური მელოდიკა და რიტმი (საორკესტრო შედევრი „ესპანური რაფსოდია“, 1907; კომიკური ოპერა „ესპანური საათი“, 1907, დაიდგა 1911, პარიზი; განთქმული „ბოლერო“ ორკესტრისათვის 1928 და სხვ). რაველს იტაცებდა აგრეთვე ძველებური და თანამედროვე ცეკვები, ჯაზური რიტმები („კეთილშობილი და სენტიმენტალური ვალსები“ ფორტეპიანოსათვის 1911; ოპერა „ბავშვი და ჯადოქრობა“, 1925, მონტე-კარლო; ქორეოგრაფიული პოემა „ვალსი“, 1920, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, 1927, II ნაწ. „ბლიუზი“; საფორტეპიანო კონცერტი მარცხენა ხელისათვის, 1934 დაწერილია ავსტრიელი პიანისტის პ. ვიტგენშტაინისათვის, რომელმაც ომში დაკარგა მარჯვენა ხელი). I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს რაველი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომში დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა საფორტეპიანო სიუიტა „კუპერენის აკლდამა“ (1917). რაველი იყო აგრეთვე შესანიშნავი პიანისტი და დირიჟორი. რაველის შემოქმედებითმა აღმოჩენებმა ჰარმონიის, რიტმის, კილოსა და ორკესტრის სფეროში XX ს. მუსიკაში ახალ სტილისტურ მიმდინარეობებს მისცა დასაბამი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები