აქტი (გრამატიკა)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:ზმნის კატეგორია]] | [[კატეგორია:ზმნის კატეგორია]] | ||
[[კატეგორია:ზმნა]] | [[კატეგორია:ზმნა]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ენა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:21, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
აქტი – (ლათ. actus – საქმე), ზმნის კატეგორია, რომელიც წარსულში მომხდარ მოქმედებას წარმოადგენს როგორც მოუბრის მიერ ნანახს ან უნახავს (დასწრებულს ან დაუსწრებელს). ამის მიხედვით გვაქვს ორი სახის აქტი ნახული და უნახავი. ნახულია ფორმა, რომელიც მოქმედებას წარმოადგენს როგორც მოუბრის მიერ ნანახს: თქვა, ააშენა…; უნახავია ზმნის ფორმა, რომლითაც გადმოცემული მოქმედება მოუბარს არ უნახავს: უთქვამს, აუშენებია (ა. შანიძე).
უნახავი აქტის ფორმა თურმეს გაგებას შეიცავს, ამიტომ მას თურმეობითსაც უწოდებენ. ნახული აქტის ფორმებზე თურმეს დართვით მიღებული აღწერითი ფორმა უნახაობას გადმოგვცემს: დაწერა – დაწერა თურმე, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი ზმნის მორფოლოგიური კატეგორია არ არის (ლ. კვაჭაძე). აქტის კატეგორიის შესახებ ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა (შდრ. ი. ქავთარაძე).
ნ. ლოლაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953;
- ქავთარაძე ი. უნახაობის კატეგორიის ისტორიისათვის ქართულში. – «იკე». VIII, თბ., 1956;
- კვაჭაძე ლ, ქართული ენა, ნაწ. 1, თბ., 1981.