მარტივი შემასმენელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 18: ხაზი 18:
 
[[კატეგორია:შემასმენელი]]
 
[[კატეგორია:შემასმენელი]]
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 
[[კატეგორია:სინტაქსი]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:41, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

მარტივი შემასმენელი – შემასმენელი, რომელიც მხოლოდ ზმნის პირიანი ფორმით არის გადმოცემული, მხოლოდ ზმნისგან შედგება. მისი ფუძე მარტივი ან რთულია, შეიძლება დაერთოს ნაწილაკი, ან მოხდეს ფუძის რედუპლიკაცია სხვადასხვა ცვლილებით. მწკრივის ფორმა, რომლითაც შემასმენელია გადმოცემული, შეიცავს ლექსიკურ მნიშვნელობასაც და კატეგორიებსაც (პირს, რიცხვს, დროს, კილოს და სხვ).

ზოგი გარდაუვალი ზმნა აწმყოს მწკრივის I და II პირში რთული ფორმითაა წარმოდგენილი: ვდგავარ, ვდგავართ, დგახარ. დგახართ…

რთულია ერთპირიან გარდაუვალ ზმნათა ფორმები III სერიის სამსავე მწკრივში, ხოლო ორპირიანი გარდაუვალისა – I თურმეობითში: გავზრდილვარ, გავზრდილიყავ, გავზრდილიყო, მივსალმებივარ; რთულია აგრეთვე გარდამავალ ზმნათა I თურმეობითის ფორმები I და II ობიექტურ პირში: ავეუშენებივარ, აუშენებიხარ.

მარტივ შემასმენლად მიიჩნევა რთული ზმნებით გადმოცემული შემასმენელიც: უზრუნველყო, ცხადყო, შეურაცხყო. რამდენიმე ზმნა წარმოშობით შედგენილი შემასმენელია, ამჟამად კი – მარტივი: ცივა (ცივ არს), ცხელა (ცხელ არს….; მარტივი შემასმენელია ზმნის განმეორებით მიღებული ფორმები („ვკეცე. ვკეცე“); აგრეთვე შერწყმული ზმნები („დაწყნარდ-დადუმდა”).

. კვანტალიანი

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1966 (1996);
  • კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ, 1982.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები