სამხმოვანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მიმდინარე ცვლილება 23:41, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
სამხმოვანება – აკორდი რომლის ბგერები განლაგებულია ან შეიძლება განლაგებული იყოს ტერციებად. ს-ის 2 ძირითადი სახე არსებობს მაჟორული (დ.3+პ.3) და მინორული (პ.3+დ.3). ორივე ეს კონსონირებული ს. წარმოადგენდა მაჟორულ-მინორული ტონალური სისტემის აკორდიკის საფუძველს (XVII-XIX სს.). მაჟორული და მინორული სამხმოვანება წარმოადგენს ევროპული მუსიკის 2 ძირითად კილოს– მაჟორულისა და მინორულის საფუძველს. არსებობს აგრეთვე გადიდებული (2 დიდი ტერციისაგან შემდგარი) და შემცირებული (2 პატარა ტერციისაგან შემდგარი) სამხმოვანებები.