ტრანსპოზიცია (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტრანსპოზიცია''' – (გვიანდ. ლათ. transpositio – გადანაცვლება), მუსიკალ...) |
მიმდინარე ცვლილება 20:39, 12 მაისი 2025 მდგომარეობით
ტრანსპოზიცია – (გვიანდ. ლათ. transpositio – გადანაცვლება), მუსიკალური ნაწარმოების ყველა ბგერის გადატანა განსაზღვრული ინტერვალით ქვევით ან ზევით. ნებისმიერი ინტერვალის ტრანსპოზიცია გარდა ოქტავისა, ცვლის ტონალობას. ტრანსპოზიციის მიზანია ნაწარმოების ადაპტირება სხვა, უფრო მაღალი ან დაბალი ხმით შესრულებისათვის (სხვა დიაპაზონის საკრავზე) ან ნოტების კითხვის გაიოლება.