ტონალობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტონალობა – კილოს სიმაღლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე გარკვეული სიმაღლის კილოური სისტემა, ე. წ. კილოტონალობა. ტერმინი იხმარება ფუნქციონალური მაჟორულ-მინორული კილოური სისტემის აღსანიშნავადაც. მაჟორულ-მინორული სისტემის ტონალობა დამოკიდებულია სიმაღლებრივ მდგომარეობასა (შემდეგი ასოითი სისტემით – c, a, fis, h ან დო, ლა, ფა-დიეზ, სი და სხვ.) და კილოზე (კილოურ გადახრაზე dur, moll, შესაბამისად მაჟორი, მინორი). ტონალობის მონაცვლეობას მოდულაცია ეწოდება, მოდულაციური მოძრაობა ქმნის მთელი მუსიკალური პიესის შემაკავშირებელ ტონალურ გეგმას, ამასთანვე გაბატონებულია ერთი ტონალობ, რომელიც განსაზღვრავს მთელი მუსიკალური ნაწარმოების სახელწოდებას (მაგ. ი. ს. ბახის ფანტაზია და ფუგა სოლ მინორი ორგანისათვის, მოცარტის სიმფონია დო მაჟორი).