შვაიცერი ალბერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალბერტ შვაიცერი''' – (14 იანვარი 1875, კაიზერსბერგი — 5 სექტემბერი...)

16:55, 16 მაისი 2025-ის ვერსია

ალბერტ შვაიცერი – (14 იანვარი 1875, კაიზერსბერგი — 5 სექტემბერი 1965, ლამბარენე, გაბონი), გერმანელ-ფრანგი მოაზროვნე, თეოლოგი, ექიმი, მუსიკისმცოდნე, ორგანისტი, ფილოსოფიის (1899), თეოლოგიის (1900), მედიცინის (1913) დოქტორი. 1902-05 ხელმძღვანელობდა სტრასბურგის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტს, ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას, უკრავდა ორგანზე. 1913 ლამბარენეში (გაბონი) საკუთარი სახსრებით დააარსა საავადმყოფო. ი. ს. ბახის შემოქმედების უდიდესი მცოდნე და პროპაგანდისტია (1904 პარიზში დააარსა ბახის საზება). ბახის შესახებ ფუნდამენტური მონოგრაფიის „ი. ს. ბახი, მუსიკოსი, პოეტი“ (1905) ავტორია. ნობელის პრემიის ლაურეატია (1952). ვარშავაში გახსნილია ალბერტ შვაიცერის მუზეუმი (1984).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები