შვიდკაცა (ანსამბლი)
(ახალი გვერდი: „შვიდკაცა“ – ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. ახალგაზრდობისა და სტ...) |
17:02, 16 მაისი 2025-ის ვერსია
„შვიდკაცა“ – ვაჟთა ვოკალური ანსამბლი. ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1957) ჩამოყალიბდა 1956 ჯ. კახიძის ხელმძღვანელობით. სახელწოდება „შვიდკაცა“ მომდინარეობს უძველესი ქართული ხალხური სიმღერის სახელიდან. ანსამბლის შემადგენლობაში იყვნენ : ვ. მაჭავარიანი, გ. გუგუშვილი, ჯ. მიქელაშვილი, თ. კახიძე, თ. კორინთელი, მ. ხატელიშვილი და კრიმანჭულის მთქმელი მ. შავიშვილი. ანსამბლის რეპერტუარში იყო სიმღერები: „ხასანბეგურა“, „კეისრული“, „იმერული მგზავრული“, „ჩელა“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მწვანესა და უქუდოსა“ და სხვ. „შვიდკაცას“ შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობით, დახვეწილი გემოვნებით. ანსამბლმა ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა საზღვარგარეთ, გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა და დიდი აღიარება მოუტანა მას. დიდია „შვიდკაცას“ დამსახურება შემდეგ დროინდელი ხალხური კოლექტივების ფორმირებისა და საერთოდ ქართული ხალხური სიმღერის აღორძინებაში.
ა. ერქომაიშვილი