ჩაკალიდი ანასტას
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩაკალიდი ანასტას“ გადაიტანა გვერდზე „ანასტას ჩაკალიდი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანასტას ჩაკალიდი“ გადაიტანა გვერდზე „ჩაკალიდი ანასტას“ გადამ...) |
მიმდინარე ცვლილება 21:08, 18 მაისი 2025 მდგომარეობით
ანასტას ჩაკალიდი – (16 აპრილი 1909, სოხუმი – 25 მაისი 1982, თბილისი), მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
1940 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. სპერანსკის კლასი). 1940-იდან იყო თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს 27 საოპერო პარტია ქართულ, რუს და ევროპელკომპოზიტორთა ოპერებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია: მალხაზი (ფალიაშვილის ,,დაისი’’), ლენსკი (ჩაიკოვსკის ,,ევგენი ონეგინი’’), ფაუსტი (გუნოს ,,ფაუსტი’’) რუდოლფი პუჩინის ,,ბოჰემა’’) და სხვ. 1961-დან ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელში.