ჩხიკვაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია: მუსიკათმცოდნეები]]
 
[[კატეგორია: მუსიკათმცოდნეები]]
 
[[კატეგორია: ქართველი მუსიკათმცოდნეები]]
 
[[კატეგორია: ქართველი მუსიკათმცოდნეები]]
[[კატეგორია: ქართველი ფოლკორისტები]]
+
[[კატეგორია: ქართველი ფოლკლორისტები]]
 
[[კატეგორია:ჩხიკვაძეები]]
 
[[კატეგორია:ჩხიკვაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 01:30, 19 მაისი 2025 მდგომარეობით

გრიგოლ ჩხიკვაძე – (14. (27) აპრილი 1898, თბილისი – 24 დეკემბერი 1986, იქვე), ქართველი მუსიკისმცოდნე და პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1944), პროფესორი (1947). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1946).

1927 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1932 ლენინგრადის კონსერვატორია (ს. კუშნარიოვის მუსიკალური თეორიისა და კომპოზიციის კლასები), 1935 ლენინგრადის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა (მუსიკალური ფოლკლორის განხრით). გრიგოლ ჩხიკვაძე იყო თბილისში „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი, II სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი (1927-30), თბილისის კონსევატორიის ქართული ხალხური მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი (1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტიტუტთან გრიგოლ ჩხიკვაძემ შექმნა და 1953-60 ხელმძღვანელობდა მუსიკალური ფოლკლორის სექციას. იგი იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი (1966-68), თბილისის კონსერვატორიაში მის მიერვე დაარსებული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის გამგე (1970-77). ფოლკლორული მასალების შეკრება გრიგოლ ჩხიკვაძემ დაიწყო 1916-იდან. ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ძვირფასი შენაძენია გრიგოლ ჩხიკვაძეის მიერ შედგენილი დიდტანიანი კრებული – „ქართული ხალხური სიმღერა“ (ტ. I, თბ. 1960). მისი უმთავრესი შრომები ეძღვნება ქართულ ხალხურ მუსიკას და ძველ ქართულ მუსიკალურკულტურას. გრიგოლ ჩხიკვაძე ავტორია რამდენიმე საბავშვო ოპერის, გუნდებისა და რომანსებისა.


გ. ტორაძე


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები