ხაჩატურიანი არამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არამ ხაჩატურიანი''' – (4 მაისი (6 ივნისი) 1903, თბილისი – 1 მაისი 1978, ...)

23:52, 19 მაისი 2025-ის ვერსია

არამ ხაჩატურიანი – (4 მაისი (6 ივნისი) 1903, თბილისი – 1 მაისი 1978, მოსკოვი. დაკრძალულია ერევანში), სომეხი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. სსრკ. (1954), სომხეთის (1955), საქართველოს (1973) სახალხო არტისტი. გამოჩენილი სომეხი კომპოზიტორი.

ხაჩატურიანმა თავდაპირველი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვში, ჯერ გნესინების სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში (დაამთავრა 1929), შემდეგ მოსკოვის კონსერვატორიაში (ნ. მიასკოვსკის საკომპოზიციო კლასი 1934). წარმატება ხვდა მის პირველ სიმფონიას (1934), ფართო აღიარება მოუპოვა მას საფორტეპიანო (1936) და განსაკუთრებით სავიოლინო (1940) კონცერტებმა. ომის წლებში ხაჩატურიანმა შექმნა ცნობილი ნაწარმოებები: მე-2 სიმფონია (1943), ბალეტი „გაიანე“ (1942), ხოლო შემდგომ წლებში – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1946), ბალეტი „სპარტაკი“ (1956). 60- იან წლებში დაწერა კონცერტ-რაფსოდიები ვიოლინოს (1961), ჩელოსა (1963) და ფორტეპიანოსათვის (1968). ხაჩატურიანს დაწერილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა (ლერმონტოვის „მასკარადი“. აქედან ძალზე ცნობილია „ვალსი“) და კინოფილმისათვის („პეპო“ და სხვ.).

ხაჩატურიანის ნაწარმოებები გამოირჩევა ფერთა სიუხვით, ემოციურობით, მუსიკალური ენის თვითმყოფობით. სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთადხაჩატურიანის მუსიკაზე გავლენა იქონია თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმა. 1950-იდან ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიაში და გნესინების სახელობის ინსტიტუტში (1951- იდან პროფ.). მისი აღზრდილებია: ა. ეშპაი, ე. ოგანესიანი, მ. ტარივერდიევი, ნ. გაბუნია, ა. ვიერუ (რუმინეთი) და სხვ. ხაჩატურიანმა დიდი გავლენა მოახდინა სომეხი და „საბჭოთა აღმოსავლეთის“ კომპოზიტორების შემოქმედებაზე. არაერთგზის აქვს გამართული საავტორო კონცერტები თბილისში.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები