ხუჭუა პავლე
(ახალი გვერდი: '''პავლე ხუჭუა''' – (16 ივლისი 1905, ბაქო – 9 დეკემბერი 1986, თბილისი), [[მ...) |
19:01, 20 მაისი 2025-ის ვერსია
პავლე ხუჭუა – (16 ივლისი 1905, ბაქო – 9 დეკემბერი 1986, თბილისი), მუსიკისმცოდნე, მუსიკის კრიტიკოსი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959), ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1949).
1937 დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის ისტორიულ-თეორიული ფაკულტეტი. ამავე წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია(1980-იდან – პროფესორი). 1941-45 საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი. 1937-იდან აქტიურად მოღვაწეობდა მუსიკალური კრიტიკის დარგში. ხუჭუას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული მუსიკის დარგში, მონოგრაფიები: „ანდრია ყარაშვილი“ (1946), „მელიტონ ბალანჩივაძე“ (1950), ა. მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო“ (1958), „შალვა თაქთაქიშვილი“ (1962), „მარო თარხნიშვილი“ (1962), „ზაქარია ფალიაშვილი“ (1974), „დიმიტრი არაყიშვილი“ (1979). 1937-76 ატარებდა საჯარო ლექცია-საუბრებს (ჩაატარა 3000-ზე მეტი). აშუქებდა საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებას, ეწეოდა მის პროპაგანდას. შეადგინა წიგნები და სანოტო კრებულები, მათ შორის „ქართული მუსიკის კლასიკოსები“ (1961), „ია კარგარეთელი. რომანსები“ (1960); გრამფირფიტების ანთოლოგია „საქართველო ხალხურ სიმღერებში“ (1970) და სხვ. 1961-68 იყო უცხოეთთან ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების მუსიკის სექციის თავმჯდომარე.