უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი''' – ეროვნული ქართული [[ზღაპარი|ზღაპრების]] ერთი ჯგუფის უპირველესი გმირი, რომელიც ისეთ ქვეყანას ეძებს, სადაც სიკვდილი არ არსებობს. ფილოსოფიურად განწყობილი [[ქართველები|ქართველი]] ჭაბუკი ასე მსჯელობს: მას სიცოცხლე არავისთვის უთხოვია, რაკი დაიბადა და დავაჟკაცდა, რად უნდა მოკვდეს?! არ მოსწონს სიკვდილ-სიცოცხლის არსებული წესი. ბევრი იარა, მაგრამ უსიკვდილო მხარე დედამიწაზე ვერსად იპოვა. ჩანს, მიწა ყველგან თავისას მოითხოვს! ვერც მარადიულმა მშვენიერებამ – ტურფა ქალმა იხსნა წუთისოფლის კანონისაგან. ათასეული წლების შემდეგ სიკვდილი მაინც ეწვია | + | '''უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი''' – ეროვნული ქართული [[ზღაპარი|ზღაპრების]] ერთი ჯგუფის უპირველესი გმირი, რომელიც ისეთ ქვეყანას ეძებს, სადაც სიკვდილი არ არსებობს. ფილოსოფიურად განწყობილი [[ქართველები|ქართველი]] ჭაბუკი ასე მსჯელობს: მას სიცოცხლე არავისთვის უთხოვია, რაკი დაიბადა და დავაჟკაცდა, რად უნდა მოკვდეს?! არ მოსწონს სიკვდილ-სიცოცხლის არსებული წესი. ბევრი იარა, მაგრამ უსიკვდილო მხარე დედამიწაზე ვერსად იპოვა. ჩანს, მიწა ყველგან თავისას მოითხოვს! ვერც მარადიულმა მშვენიერებამ – ტურფა ქალმა იხსნა წუთისოფლის კანონისაგან. ათასეული წლების შემდეგ სიკვდილი მაინც ეწვია უკვდავების მაძიებელს. ამ ჯადოსნური ზღაპრის ჩაწერა [[საქართველო]]ში მე-17 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. შემკრებთაგან შეიძლება დავასახელოთ: [[ბერნარდე ნეაპოლელი|ბ. ნეაპოლელი]], [[სულხან-საბა ორბელიანი]], [[რაზიკაშვილი თედო|თ რაზიკაშვილი]], დებაი, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე· თაყაიშვილი]], [[ჩიქოვანი მამუკა|მ. ჩიქოვანი]], ს. გაჩეჩილაძე, ელ. ვირსალაძე, დ. ჯიქურიშვილი, ო. გოგიჩაიშვილი... აღრიცხულია 23 ვარიანტი, აქედან 16 გამოქვეყნებულია ზღაპარი სხვადასხვა სათაურითაა ცნობილი: „მიწა თავისას მოითხოვს“ და სხვა. ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. პარალელები გვხვდება [[ევროპა|ევროპის]] [[კავკასია|კავკასიისა]] და [[აზია|აზიის]] ხალხებში. ფრანგული თარგმანის საფუძველზე პარიზში [[ოპერა]]ც დაიწერა. |
''მ. ჩიქოვანი'' | ''მ. ჩიქოვანი'' | ||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
* მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 309-10; | * მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 309-10; | ||
* მისივე, ქართული ეპოსი, II, 1965; | * მისივე, ქართული ეპოსი, II, 1965; | ||
− | * დ. ფანჩულიძე, | + | * დ. ფანჩულიძე, ფრანგულ-ქართული ლიტ. ურთიერთობანი, 1968 |
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 14:46, 5 ივნისი 2025 მდგომარეობით
უკვდავების მაძიებელი ჭაბუკი – ეროვნული ქართული ზღაპრების ერთი ჯგუფის უპირველესი გმირი, რომელიც ისეთ ქვეყანას ეძებს, სადაც სიკვდილი არ არსებობს. ფილოსოფიურად განწყობილი ქართველი ჭაბუკი ასე მსჯელობს: მას სიცოცხლე არავისთვის უთხოვია, რაკი დაიბადა და დავაჟკაცდა, რად უნდა მოკვდეს?! არ მოსწონს სიკვდილ-სიცოცხლის არსებული წესი. ბევრი იარა, მაგრამ უსიკვდილო მხარე დედამიწაზე ვერსად იპოვა. ჩანს, მიწა ყველგან თავისას მოითხოვს! ვერც მარადიულმა მშვენიერებამ – ტურფა ქალმა იხსნა წუთისოფლის კანონისაგან. ათასეული წლების შემდეგ სიკვდილი მაინც ეწვია უკვდავების მაძიებელს. ამ ჯადოსნური ზღაპრის ჩაწერა საქართველოში მე-17 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. შემკრებთაგან შეიძლება დავასახელოთ: ბ. ნეაპოლელი, სულხან-საბა ორბელიანი, თ რაზიკაშვილი, დებაი, ე· თაყაიშვილი, მ. ჩიქოვანი, ს. გაჩეჩილაძე, ელ. ვირსალაძე, დ. ჯიქურიშვილი, ო. გოგიჩაიშვილი... აღრიცხულია 23 ვარიანტი, აქედან 16 გამოქვეყნებულია ზღაპარი სხვადასხვა სათაურითაა ცნობილი: „მიწა თავისას მოითხოვს“ და სხვა. ნაწილი თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე. პარალელები გვხვდება ევროპის კავკასიისა და აზიის ხალხებში. ფრანგული თარგმანის საფუძველზე პარიზში ოპერაც დაიწერა.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- XVII საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრები, მიხ. ჩიქოვანის გამოცემა, „მრავალთავი“, 1, 1964;
- მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 309-10;
- მისივე, ქართული ეპოსი, II, 1965;
- დ. ფანჩულიძე, ფრანგულ-ქართული ლიტ. ურთიერთობანი, 1968