ღუდუშაური შიოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | ||
− | |||
[[კატეგორია:ქართული ხალხური პოეზიის პერსონაჟები]] | [[კატეგორია:ქართული ხალხური პოეზიის პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:ღუდუშაურები]] | [[კატეგორია:ღუდუშაურები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:04, 6 ივნისი 2025 მდგომარეობით
ღუდუშაური შიოლა – XVII საუკუნის ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთან სოციალური უთანასწორობის ამსახველი ლექსებია დაკავშირებული. ზოგ ლექსში იგი „აჩხოტის ბატონად“ არის მოხსენიებული. თანამემამულეთა მიმართ მის უდიერ დამოკიდებულებას გადმოგვცემენ სტრიქონები:
- შიოლავ ღუდუშაურო, სკამს ზიხარ ერისთვისასა,
- აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს, არცა ბალღს ერთის თევისასა,
- პირიდან ცეცხლსა მეხად ჰყრი, კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა.
შიოლა ღუდუშაურის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ბალადა „შიოლა და მთრეხელი“.
გ. შეთეკაური
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ყაზბეგი, თხზულებანი, ტ. IV, 1950, გვ. 151;
- ა. მაკალათია, ხევი, 1934, გვ. 43-44;
- ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I ხევსურული, 1931, გვ. 14-15; 336-34;
- გ. კალანდაძე, ქართული ხალხური ბალადა, 1957, გვ. 112–116;
- ხალხური სიბრძნე, ტ. IV, 1965, გვ. 179–180.