წყევლა
(→ლიტერატურა) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''წყევლა''' – წყევა, შეჩვენება, დარისხება, დაკრულვა. მაგიური ფორმულა რისამე აღსაკვეთად, შესაჩვენებლად, გასაქრობად. | '''წყევლა''' – წყევა, შეჩვენება, დარისხება, დაკრულვა. მაგიური ფორმულა რისამე აღსაკვეთად, შესაჩვენებლად, გასაქრობად. | ||
− | გამოიყენებოდა ბოროტების დასათრგუნად, ჯადოქრობის დასაშლელად, გასაუვნებლად. დაწყევლილ-შეჩვენებული საგანი თუ არსება შეკრული, მოკვეთილი იყო; მის ახსნას, | + | გამოიყენებოდა ბოროტების დასათრგუნად, ჯადოქრობის დასაშლელად, გასაუვნებლად. დაწყევლილ-შეჩვენებული საგანი თუ არსება შეკრული, მოკვეთილი იყო; მის ახსნას, ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა. |
− | წყევლა ზეპირიც შეიძლება იყოს და წერილობითიც. პირველს საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა და | + | წყევლა ზეპირიც შეიძლება იყოს და წერილობითიც. პირველს საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა და ყოველდღიურობაში იჩენდა თავს. დაწერილი სახით წყევლა შთამომავლობაზე, წამკითხველზე და [[ტაბუ]]ს დამრღვევზე გადადიოდა. ძველ იურიდიულ ძეგლებში, სხვადასხვა შინაარსის სიგელ-გუჯრებში, ნასყიდობა-გასაჩუქრების საბუთებში ხშირადაა შესული ამგვარი სიტყვიერების ფორმულები. წყევლის კვალი სამეფო აქტებშიც შეიმჩნევა. 1699-1701 წწ. თავის წყალობის წიგნს იმერეთის მეფე სვიმონი წყევლითაც ამაგრებდა: „რაც ჩვენის შედეგის ბატონისაგან შენ ეს ჩვენი წყალობა მოგეშალოს, მასამც რისხავს თავად ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი, ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი“ (საქ. სიძვ., II, 163). ზოგჯერ წყევლის ფორმულა სასულიერო სტილზეა გავრცობილ-დაზუსტებული: „აწე ვინცა და რამანცა თქვენმან ნათესავმან გუარმან კაცმან შლად და ქცევად ჴელყოს, თავადამც რისხავს ღმერთი, მამა, ძე და [[სულიწმინდა]], ზეცისანი და ქვეყნისანი, შეცაედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა [[კაენი]]სა მეხთატეხილობა დიოსკორესი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი“ (საქ. სიძვ., II, 263). ამგვარად, წყევლა ზეპირსიტყვიერების უძველესი ჟანრია და თავის დადასტურებას პოულობს წერილობით ძეგლებში. |
''მ. ჩიქოვანი '' | ''მ. ჩიქოვანი '' |
მიმდინარე ცვლილება 14:06, 9 ივნისი 2025 მდგომარეობით
წყევლა – წყევა, შეჩვენება, დარისხება, დაკრულვა. მაგიური ფორმულა რისამე აღსაკვეთად, შესაჩვენებლად, გასაქრობად. გამოიყენებოდა ბოროტების დასათრგუნად, ჯადოქრობის დასაშლელად, გასაუვნებლად. დაწყევლილ-შეჩვენებული საგანი თუ არსება შეკრული, მოკვეთილი იყო; მის ახსნას, ხელის ხლებას ვერავინ ბედავდა.
წყევლა ზეპირიც შეიძლება იყოს და წერილობითიც. პირველს საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა და ყოველდღიურობაში იჩენდა თავს. დაწერილი სახით წყევლა შთამომავლობაზე, წამკითხველზე და ტაბუს დამრღვევზე გადადიოდა. ძველ იურიდიულ ძეგლებში, სხვადასხვა შინაარსის სიგელ-გუჯრებში, ნასყიდობა-გასაჩუქრების საბუთებში ხშირადაა შესული ამგვარი სიტყვიერების ფორმულები. წყევლის კვალი სამეფო აქტებშიც შეიმჩნევა. 1699-1701 წწ. თავის წყალობის წიგნს იმერეთის მეფე სვიმონი წყევლითაც ამაგრებდა: „რაც ჩვენის შედეგის ბატონისაგან შენ ეს ჩვენი წყალობა მოგეშალოს, მასამც რისხავს თავად ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი, ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი“ (საქ. სიძვ., II, 163). ზოგჯერ წყევლის ფორმულა სასულიერო სტილზეა გავრცობილ-დაზუსტებული: „აწე ვინცა და რამანცა თქვენმან ნათესავმან გუარმან კაცმან შლად და ქცევად ჴელყოს, თავადამც რისხავს ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა, ზეცისანი და ქვეყნისანი, შეცაედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა მეხთატეხილობა დიოსკორესი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი“ (საქ. სიძვ., II, 263). ამგვარად, წყევლა ზეპირსიტყვიერების უძველესი ჟანრია და თავის დადასტურებას პოულობს წერილობით ძეგლებში.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971,. გვ. 108.