დიდი კოჭობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიდი კოჭობა''' '''დიდი კოჭობა''' (''ლათ''. Carpodacus rubicilla Gül...)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
====გავრცელება====
 
====გავრცელება====
სახეობის არეალი სპორადულია. დიდი კოჭობა მოიპოვება [[კავკასია|კავკასიისა]] და [[აზია|აზიის]] მაღალ მთებში – მთავარი კავკასიონის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, შუა და ცენტრალური აზიის – ალტაის, [[ჰიმალაი |ჰიმალაი]]ს, [[ტიბეტი]]ს, [[ტიანშანი]]ს, საიანის მთებში. მობინადრე, ნაწილობრივ მომ- თაბარე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთავარი კავკასიონის ცენტ- რალურ ნაწილში, როგორც მობინადრე ფრინველი.
+
სახეობის არეალი სპორადულია. დიდი კოჭობა მოიპოვება [[კავკასია|კავკასიისა]] და [[აზია|აზიის]] მაღალ მთებში – მთავარი კავკასიონის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, შუა და ცენტრალური აზიის – ალტაის, ჰიმალაის, ტიბეტის, ტიანშანის, საიანის მთებში. მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთავარი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, როგორც მობინადრე ფრინველი.
– მყინვარე-
+
 
ბ ი ო ტ ო პ ი. ბინადრობს მაღალ მთებზე, ალპურ ზონაში – ბამდე. ზამთრობით ინაცვლებს მთის მდინარეთა ხეობების ბუჩქნარებიან სა-
+
====ბიოტოპი====
თავეებში.
+
ბინადრობს მაღალ მთებზე, ალპურ ზონაში – მყინვარებამდე. ზამთრობით ინაცვლებს მთის მდინარეთა ხეობების ბუჩქნარებიან სათავეებში.
გ ა მ რ ა ვ ლ ე ბ ა. დიდი კოჭობას გამრავლების რიგი მომენტი შეუსწავ- ლელია. ბუდობს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში. ტიბეტში მისი ბუდე ნაპოვნია ბუჩქზე და დაბალ ხეზეც. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
+
 
კ ვ ე ბ ა ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ალპური ზონის მცენარეთა – ქაცვის, ღვიის, კუნელის, გლერძის, ძირტკბილას, მატი- ტელას თესლებითა და კენკრით. ბარტყების გამოკვების დროს ჭამს სწორ- ფრთიანებს, ხოჭოებს და მრავალ სხვა მწერს.
+
====გამრავლება====
მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.
+
დიდი კოჭობას გამრავლების რიგი მომენტი შეუსწავლელია. ბუდობს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში. ტიბეტში მისი ბუდე ნაპოვნია ბუჩქზე და დაბალ [[ხე]]ზეც. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
 +
 
 +
====კვება====
 +
ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ალპური ზონის მცენარეთა – [[ქაცვი]]ს, ღვიის, კუნელის, გლერძის, [[ძირტკბილა|ძირტკბილას]], მატიტელას [[თესლი|თესლებითა]] და კენკრით. ბარტყების გამოკვების დროს ჭამს სწორფრთიანებს, ხოჭოებს და მრავალ სხვა [[მწერი|მწერს]].
 +
 
 +
====მნიშვნელობა====
 +
პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

15:01, 14 ივნისი 2025-ის ვერსია

დიდი კოჭობა

დიდი კოჭობა (ლათ. Carpodacus rubicilla Güldenstädt, 1775) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

დიდი კოჭობა შაშვისოდენა ფრინველია; ფრთა 105-120 მმ-ია, კუდი – 95-100 მმ, ნისკარტი – 13-15 მმ, წონა – 40-50 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდ კარგადაა გამოხატული. ზრდასრული მამლის შეფერილობაში ჭარბობს ენდროსფერ-წითელი ფერი. თავი, მკერდი, კისერი, მუცლის წინა ნაწილი ენდროსფერ-წითელია, მაგრამ თავზე, მკერდსა და ყელზე წვრილი აბრეშუმივით მოვერცხლისფრო-რუხი კოპლებია. კუდის ზემო და ქვემო მფარავები ვარდისფერ-წითელია. კუდი და ფრთები მუქი მურაა, ვარდისფერი არშიებით. კუდზედა ყველაზე გრძელი ბუმბულები მორუხო-მურაა, წითელი წვეროებით. სხეულის ქვემო მხარის შეფერილობა კუდქვეშა ბუმბულების მიმართულებით თანდათან მკრთალი ხდება. იღლიის ბუმბულები მოთეთროა. დედალი მკრთალი მორუხო-მურა ფერისაა, ბუმბულების ოდნავ უფრო მუქი ღეპეპებით. ფრთების დიდი და საშუალო მფარავები, აგრეთვე მომქნევები მუქი მურაა, ღია ფერის არშიებით გარეთა მარაოებზე. კუდზედა ბუმბულები რუხია. ნისკარტი – მოყვითალო–რქისფერი, ხოლო ფეხები – მოშავო.

აღწერილია 3-6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური დიდი კოჭობა – C. r. rubicilla Güld., 1775.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი სპორადულია. დიდი კოჭობა მოიპოვება კავკასიისა და აზიის მაღალ მთებში – მთავარი კავკასიონის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, შუა და ცენტრალური აზიის – ალტაის, ჰიმალაის, ტიბეტის, ტიანშანის, საიანის მთებში. მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარე ფრინველია. საქართველოში მოიპოვება მთავარი კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მაღალ მთებზე, ალპურ ზონაში – მყინვარებამდე. ზამთრობით ინაცვლებს მთის მდინარეთა ხეობების ბუჩქნარებიან სათავეებში.

გამრავლება

დიდი კოჭობას გამრავლების რიგი მომენტი შეუსწავლელია. ბუდობს მიწაზე, კლდეთა ნაპრალებში. ტიბეტში მისი ბუდე ნაპოვნია ბუჩქზე და დაბალ ხეზეც. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.

კვება

ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ალპური ზონის მცენარეთა – ქაცვის, ღვიის, კუნელის, გლერძის, ძირტკბილას, მატიტელას თესლებითა და კენკრით. ბარტყების გამოკვების დროს ჭამს სწორფრთიანებს, ხოჭოებს და მრავალ სხვა მწერს.

მნიშვნელობა

პრაქტიკულად ინდიფერენტული ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები