ავტოგრაფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ავტოგრაფი''' – (ბერძ. αὐτός - თვითონ, γράφω – ვწერ) – საკუთარი ხელწ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:52, 3 ივლისი 2025 მდგომარეობით
ავტოგრაფი – (ბერძ. αὐτός - თვითონ, γράφω – ვწერ) – საკუთარი ხელწერა, მწერლისეული ხელნაწერი ტექსტი. ვიწრო მნიშვნელობით ავტოგრაფად იწოდება მწერლის. მეცნიერის ან, საერთოდ, გამოჩენილი მოღვაწის ხელმოწერა.
გამოჩენილ მწერალთა ავტოგრაფების შესწავლა გვეხმარება ლიტერატურისმცოდნეობის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ამასთან მას თავისთავადი მნიშვნელობაც აქვს.