გამოცანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამოცანა''' – სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ასახსნ...) |
21:33, 9 ივლისი 2025-ის ვერსია
გამოცანა – სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ასახსნელი სიტყვა“, ხოლო არისტოტელეს აზრით, კარგად შედგენილი მეტაფორა. ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ჟანრია, რომელიც მოიცავს მოვლენის, საგნის, საერთოდ სინამდვილის სხვადასხვა მხარეთა მოკლე არსებით დახასიათებას, თვით ამ ობიექტის (გამოსაცნობის) დაუსახელებლად. ხშირად პასუხი ამ დახასიათებაში ან კითხვამია მოცემული, მაგრამ მალულად, არაპირდაპირ. ზოგჯერ პასუხი რითმებშია ჩართული:
- ერთი რამე სულიერი მიწა-მიწა მძრომელია,
- ორჯერ გეტყვი მის სახელსა, აბა, მითხარ, რომელია?