კოდა (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კოდა''' − (იტალ. coda, სიტყვასიტყვით – კუდი), დანართი ტაეპი, ემატე...) |
14:06, 22 ივლისი 2025-ის ვერსია
კოდა − (იტალ. coda, სიტყვასიტყვით – კუდი), დანართი ტაეპი, ემატება ტაეპთა განსაზღვრული რაოდენობის მქონე ლექსს. მაგალითად, სონეტის მე-15 ტაეპი, წყობილის მე-7 ტაეპი და ა.შ.
კოდა ლექსის დასკვნით ტაეპს წარმოადგენს. შეწყობილის (იგივე წყობილის) სახელით ცნობილ ექვსტაეპიან ლექსს მამუკა ბარათაშვილი მე-7 ტაეპსაც ურთავს, რომელშიც სავალდებულოდ მიიჩნევს ავტორის სახელის ხსენებას.