კოდა (ლიტერატურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კოდა − (იტალ. coda, სიტყვასიტყვით – კუდი), დანართი ტაეპი, ემატება ტაეპთა განსაზღვრული რაოდენობის მქონე ლექსს. მაგალითად, სონეტის მე-15 ტაეპი, წყობილის მე-7 ტაეპი და ა.შ.
კოდა ლექსის დასკვნით ტაეპს წარმოადგენს. შეწყობილის (იგივე წყობილის) სახელით ცნობილ ექვსტაეპიან ლექსს მამუკა ბარათაშვილი მე-7 ტაეპსაც ურთავს, რომელშიც სავალდებულოდ მიიჩნევს ავტორის სახელის ხსენებას.