რიტორული შეძახება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რიტორული შეძახება''' – პოეტური ფიგურის სახეობა, რომელიც უშუ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:13, 31 ივლისი 2025 მდგომარეობით

რიტორული შეძახება – პოეტური ფიგურის სახეობა, რომელიც უშუალოდ გადმოგვცემს ავტორის დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. რიტორული შეძახება შეიძლება იყოს მოწონების აღფრთოვანების, ან აღშფოთების გამომხატველი ზოგჯერ გადმოცემულია შორისდებულითაც.

მაგალითად:

ვიშ, ამ დილასა, ამ ჰაერს
ბუნების განმაცხოველსა!
(გრ. ორბელიანი)

რიტორულ შეძახებას თავისი ფორმები აქვს: რიტორული მტკიცება და რიტორული უარყოფა. ამ უკანასკნელის ნიმუშს წარმოადგენს:


არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა!
(რ. ერისთავი).



[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები