ჟვანია ნოდარ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ჟვანიები]] | [[კატეგორია:ჟვანიები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] |
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია: საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]] | [[კატეგორია: საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:02, 5 აგვისტო 2025 მდგომარეობით
ნოდარ ჟვანია – (26 მარტი 1945, ქუთაისი), მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი). საქართველოს სახალხო არტისტი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის (1992) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (2001).
1968 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. შ. შანიძის კლ.). 1964-იდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1966-იდან უკრავს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის (1969) და ლ. ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსის (ბუდაპეშტი, 1972, II პრემია კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად) ლაურეატი. 1970-იდან კვარტეტთან ერთად გასტროლებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთ (სკანდინავიის ქვეყნები, იტალია, ბელგია, ავსტრია, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, აშშ, საბერძნეთი და სხვ.). 1970-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. 1993-2010 მოღვაწეობდა გერმანიაში. 2010-იდან მუშაობს ნიჭიერთა ათწლედში. 2013-იდან ამ სკოლის დირექტორია. დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული პრემიით (2010).