პატარაია გურამ
(ახალი გვერდი: გურამ პატარაია '''გურამ პატარაია''' — (დ. 14 თე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პატარაია გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ პატარაია“) |
11:10, 7 აგვისტო 2025-ის ვერსია
გურამ პატარაია — (დ. 14 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 25 ნოემბერი, 1983, იქვე), ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სხვადასხვა დროს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის, თელავისა და სოხუმის თეატრების დამდგმელი რეჟისორი (1952-1958), საქართველოს დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიის მთავარი რეჟისორი (1958 წლიდან), საქართველოს ტელევიზიის მთავარი რეჟისორი (1961 წლიდან), „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971).
დაიბადა 1928 წელს თბილისში, მწერალ ვასილ პატარაიას ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორის თანაშემწედ. 1947 წელს შევიდა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1952 წელს დაამთავრა. მომდევნო წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა მოსკოვის დრამატულ თეატრსა და თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში, აგრეთვე ქართველოს პერიფერიულ თეატრებში დამდგმელ რეჟისორად.
1961 წლიდან გურამ პატარაია ინიშნება მთავარ რეჟისორად საქართველოს ტელევიზიაში, სადაც 1962 წელს აარსებს პოპულარულ სატირულ-იუმორისტულ ტელეჟურნალს „ოქროპირს“. ამავე წლებში წერს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარს, იღებს სატელევიზიო ფილმებს: „ჩვენი ქალაქი“, „კუჩხი ბედნიერი“, „რეპორტაჟი კომუნალური ბინიდან“, აგრეთვე შესანიშნავ სრულმეტრაჟიან კინოკომედიას — „რეკორდი“.
1967 წელს გურამ პატარაიას საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება ენიჭება, 1968 წლიდან მუშაობას იწყებს სატელევიზიო ფილმების ახალდაარსებულ სტუდიაში კინორეჟისორად, ქმნის კინოგადამღებ ჯგუფს და მოგზაურობს ირანსა და იერუსალიმში, რის შედეგად იღებს სატელევიზიო ფილმებს: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „შორია გურჯისტანამდე“, „მეზობლების მიწაზე“, რომლებსაც წარმატება მოაქვს რეჟისორისათვის.
1971 წელს გურამ ვასილის ძე პატარაიას სატელევიზიო ფილმებისათვის „რუსთაველის ნაკვალევზე“ და „შორია გურჯისტანამდე“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ენიჭება.
გურამ პატარაია გარდაიცვალა 1983 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
