ხალვაში ფრიდონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 4: ხაზი 4:
 
დაიბადა 1925 წელს ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, (აჭარის ავტ. რესპუბლიკა). 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, 1950 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური. ინსტიტუტი. 1948 წელს იწყება ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებითი ცხოვრება, გამოდის პოეტის ლექსების პირველი კრებული „მზის ქვეყანაში“. მას შემდეგ პოეტის [[ლექსი|ლექსები]] სისტემატურად იბეჭდება რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში და გამოდის ცალკე წიგნებად.
 
ფრიდონ ხალვაშის [[პოეზია]] აჭარის ისტორიული ბედუკუღმართობისა და თანამედროვე ყოფაცხოვრების ნიადაგზეა აღმოცენებული, ქართველთა ეროვნული ერთიანობის იდეას ემსახურება და გამსჭვალულია სარფგაღმა საქართველოს ტკივილითა და ნოსტალგიით. პოეტი ოცზე მეტი კრებულის ავტორია. საყურადღებოა
+
ფრიდონ ხალვაშის [[პოეზია]] აჭარის ისტორიული ბედუკუღმართობისა და თანამედროვე ყოფაცხოვრების ნიადაგზეა აღმოცენებული, ქართველთა ეროვნული ერთიანობის იდეას ემსახურება და გამსჭვალულია სარფგაღმა საქართველოს ტკივილითა და ნოსტალგიით. პოეტი ოცზე მეტი კრებულის ავტორია. საყურადღებოა კრებულები: „ფიქრები ჭოროხთან“ (1960), „გენაცვალე“ (1962), „ნუგეში“ (1969), „მამულიშვილობა“ (1972). ხალვაშის პოეზია სიყვარულით სარგებლობს აჭარასა და მთელ საქართველოში.
კრებულები: „ფიქრები ჭოროხთან“ (1960), „გენაცვალე“ (1962), „ნუგეში“ (1969), „მამულიშვილობა“ (1972). ხალვაშის პოეზია სიყვარულით სარგებლობს აჭარასა და მთელ საქართველოში.
+
  
აღსანიშნავია, აგრეთვე, ფრიდონ ხალვაშის მუშაობა [[დრამატურგია]]ში; მისი [[პიესა (დრამატული ნაწარმოები)|პიესები]] „ხიხანის ძახილი“ (1958), „გადარჩენილი უკვდავება“ (1959) და „ვაზის ტირილი“ (1962) წარმატებით იდგმებოდა [[ბათუმი]]სა და რესპუბლიკის სხვა თეატრებში.
 
მიმდინარე ცვლილება 11:48, 11 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ფრიდონ ხალვაში

ფრიდონ ხალვაში(დ. 17 მაისი, 1925, ქედის რაიონის სოფელი გეგელიძეები — გ. 8 ივლისი, 2010), პოლიტიკოსი, მწერალი. მრავალი წიგნის, პოეტური კრებულების, პიესების, რომანების ავტორი, მთარგმნელი.

დაიბადა 1925 წელს ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეებში, (აჭარის ავტ. რესპუბლიკა). 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, 1950 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური. ინსტიტუტი. 1948 წელს იწყება ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებითი ცხოვრება, გამოდის პოეტის ლექსების პირველი კრებული „მზის ქვეყანაში“. მას შემდეგ პოეტის ლექსები სისტემატურად იბეჭდება რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში და გამოდის ცალკე წიგნებად.

ფრიდონ ხალვაშის პოეზია აჭარის ისტორიული ბედუკუღმართობისა და თანამედროვე ყოფაცხოვრების ნიადაგზეა აღმოცენებული, ქართველთა ეროვნული ერთიანობის იდეას ემსახურება და გამსჭვალულია სარფგაღმა საქართველოს ტკივილითა და ნოსტალგიით. პოეტი ოცზე მეტი კრებულის ავტორია. საყურადღებოა კრებულები: „ფიქრები ჭოროხთან“ (1960), „გენაცვალე“ (1962), „ნუგეში“ (1969), „მამულიშვილობა“ (1972). ხალვაშის პოეზია სიყვარულით სარგებლობს აჭარასა და მთელ საქართველოში.

აღსანიშნავია, აგრეთვე, ფრიდონ ხალვაშის მუშაობა დრამატურგიაში; მისი პიესები „ხიხანის ძახილი“ (1958), „გადარჩენილი უკვდავება“ (1959) და „ვაზის ტირილი“ (1962) წარმატებით იდგმებოდა ბათუმისა და რესპუბლიკის სხვა თეატრებში.

ფრიდონ ხალვაშის შემოქმედებაზე სრულ წარმოდგენას გვიქმნის პოეტის მთავარი წიგნი, თხზულებათა „რჩეული“ (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1981).

პოეტის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა არა ერთ ენაზე.

1979 წელს ფრიდონ ხალვაშს ლექსების წიგნისათვის „ასი მზე დედის გულისა“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.

ფრიდონ ხალვაში გარდაიცვალა 2010 წლის 8 ივლისს. დაკრძალულია ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები