ჭილაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 29: ხაზი 29:
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პულიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პულიცისტები]]
[[კატეგორია:ქართველი მთრგმნელები]]
+
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები‏‎]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები‏‎]]
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
 
[[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]]
 
[[კატეგორია:ჭილაძეები]]
 
[[კატეგორია:ჭილაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 16:48, 12 აგვისტო 2025 მდგომარეობით

ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე – (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი – გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი), ქართველი პოეტი, რომანისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საქართველოს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1983).

დაიბადა 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში, ბავშვობა ბათუმში გაატარა, 1946 წლიდან ცხოვრობს თბილისში, 1951 წელს დაამთავრა თბილისის 7-ე ვაჟთა სკოლა, ხოლო 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით.

ოთარ ჭილაძის პირველი ლექსები 1953 წელს დაიბეჭდა, 1959 წელს კი ცალკე წიგნად გამოიცა ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები“. გარდა ამისა, გამოცემული აქვს შემდეგი პოეტური კრებულები: „თიხის ფირფიტები“ (1963), „რკინის საწოლი“ (1965), „სინათლის წელიწადი“ (1967), „გულის მეორე მხარე“ (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე“ (1984).

1973 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, 1976 წელს ― „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან…“, 1981 წელს — „რკინის თეატრი“, 1987 წელს — „მარტის მამალი“, 1996 წელს — „აველუმი“, „გოდორი“ (2003)

ოთარ ჭილაძე ავტორია ორი პიესისა: „წათეს წითელი წაღები“, რომელიც 1969 წელს დაიწერა და მხოლოდ 1986 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ხელოვნებაში“, და „ლაბირინთი“, რომელიც 1990 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო 1991 წელს დაიდგა ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში და სახელმწიფო პრემია დაიმსახურა. ო. ჭილაძე ავტორია მრავალი პუბლიცისტური წერილისა. ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ლონგფელოს „ჰაიავატას სიმღერა“ (1964), პუშკინის „სამი პოემა“ (1972), რასინის „ფედრა“ (1974), აგრეთვე ბაირონის, ჰესეს, ისააკიანის, ბაგრიცკის, ლესია უკრაინკას, კუპალას, ბაჟანისა და სხვათა ლექსები.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნისა“ და ხალხთა მეგობრობის ორდენებით.

1983 წელს რომანისათვის „რკინის თეატრი“ ოთარ ჭილაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.


[რედაქტირება] წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები