არჩვაძე თენგიზ
(ახალი გვერდი: თენგიზ არჩვაძე '''თენგიზ არჩვაძე''' – (დ. 3 ა...) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
ფაილი:Vedreba.png|კადრი ფილმიდან „ვედრება“ | ფაილი:Vedreba.png|კადრი ფილმიდან „ვედრება“ | ||
ფაილი:Shexvedra mtashi.png|თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე ფილშმი „შეხვედრა მთაში“ | ფაილი:Shexvedra mtashi.png|თენგიზ არჩვაძე და ლეილა აბაშიძე ფილშმი „შეხვედრა მთაში“ | ||
| + | ფაილი:Ketili adamianebi.png|კადრი ფილმიდან „კეთილი ადამიანები“ | ||
ფაილი:Mushni zarandia.png|თენგიზ არჩვაძე ფილშმი „დათა თუთაშხია“ | ფაილი:Mushni zarandia.png|თენგიზ არჩვაძე ფილშმი „დათა თუთაშხია“ | ||
ფაილი:ArsakiZr.png|კადრი ფილმიდან „დიდოსტატის მარჯვენა“ | ფაილი:ArsakiZr.png|კადრი ფილმიდან „დიდოსტატის მარჯვენა“ | ||
ფაილი:Xevisberi gocha.png|თენგიზ არჩვაძე ფილშმი „ხევისბერი გოჩა“ | ფაილი:Xevisberi gocha.png|თენგიზ არჩვაძე ფილშმი „ხევისბერი გოჩა“ | ||
| + | |||
</gallery> | </gallery> | ||
10:24, 15 აგვისტო 2025-ის ვერსია
თენგიზ არჩვაძე – (დ. 3 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 28 ოქტომბერი, 2023, თბილისი), ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში, დაამთავრა თბილისის 20-ე საშუალო სკოლა, 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, იმავე წელს მუშაობა დაიწყო მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 1967-1973 წლებში მუშაობდა გიგა ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ რუსთავის ახალგაზრდულ თეატრში, რის შემდეგ, 1973 წელს, კვლავ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია თენგიზ არჩვაძის კინოგმირები: ითამაშა ფილმებში: „კეთილი ადამიანები“ (თამაზი, 1961), „ერთი ცის ქვეშ“ (ზაზა, 1961), „ხევისბერი გოჩა“ (გუგუა, 1964); „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965),26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, „აზერბაიჯანფილმი“, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქეთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „დათა თუთაშხია“ (მუშნი ზარანდია, 1976-1977).
დაუვიწყარია მუშნი ზარანდიას როლი ფილმში „დათა თუთაშხია“ და მეფე ალექსანდრესა და ერეკლე მეორის სახეები ფილმში „წიგნი ფიცისა“.
1977 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება ენიჭება, 1982 წელს, ფილმისათვის „დათა თუთაშხია“, — სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია.
1985 წელს, მრავალსერიიან მხატვრულ ფილმში „წიგნი ფიცისა“ მთავარი როლების შესრულებისათვის, თენგიზ არჩვაძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გარდაიცვალა 2023 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.