მაძინი ჯუზეპე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაძინი ჯუზეპე“ გადაიტანა გვერდზე „ჯუზეპე მაძინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯუზეპე მაძინი“ გადაიტანა გვერდზე „მაძინი ჯუზეპე“ გადამისამარ...) |
12:40, 1 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
ჯუზეპე მაძინი − (იტალ. Giuseppe Mazzini; დ. 22 ივნისი, 1805 — გ. 10 მარტი, 1872), იტალიელი ნაციონალისტი და ლიბერალური რესპუბლიკანიზმის მებაირახტრე.
მაზინი იტალიაში, ქ. გენუაში დაიბადა, ექიმის ოჯახში. მაძინის პირველი შეხება რევოლუციურ მოძრაობასთან საიდუმლო პატრიოტული ორგანიზაცია კარბონარებთან გაწევრიანებას უკავშირდება, რასაც შედეგად მისი ჯერ დაპატიმრება, ხოლო შემდგომ საფრანგეთში, იქიდან კი დიდ ბრიტანეთში გადასახლება მოჰყვა. 1848 წლის რევოლუციების დროს მაძინი მცირე ხნით ბრუნდება იტალიაში, სადაც მილანის გათავისუფლებაში მონაწილეობს და დღენაკლულ, ე.წ. „რომის რესპუბლიკას“ უდგება სათავეში. თავგადაკლულ რესპუბლიკელ მაზნის გავლენა მას მერე სუსტდება, რაც ნაციონალიზმის სხვა ლიდერები, მათ შორის გარიბალდი (1807-82) იტალიის გაერთიანების მიზნით, სავოის საგვარეულო დინასტიის აღდგენასაც კი თანხმდებიან. თუმცა მაძინი ოფიციალურად აღარასდროს დაბრუნებულა იტალიაში, მისი ლიბერალური ნაციონალიზმის იდეები უდიდესი გავლენით სარგებლობდა როგორც მთელს ევროპაში, ისევე აშშ-ში გადახვეწილ ევროპელ იმიგრანტთა შორისაც.