ჩხარტიშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩხარტიშვილი რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ ჩხარტიშვილი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ ჩხარტიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ჩხარტიშვილი რევაზ“ გად...)

15:43, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

რევაზ ჩხარტიშვილი – (1934-2015), ქართველი პოეტი და პუბლიცისტი. დაიბადა 1932 წლის 25 იანვარს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

რევაზ ჩხარტიშვილს, 21 წლის სტუდენტს ამბორით ლექსი დაულოცა პოეზიის მეფემ – გალაკტიონმა. ეს იყო 1953 წლის 25 ოქტომბერს, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში. პირველი ლექსიც იმავე წელს დაიბეჭდა ალმანახ „ტალღაში“.

რევაზ ჩხარტიშვილი ავტორია პოეტური კრებულებისა: „რაც ვერ გითხარი“ (1971), „ვინმეს თუ უყვარხარ“ (1993), „რომ მიყვარდე“ (1997), „თუ გიფიქრია“ (2002).

ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს - ესენინის, ცვეტაევას, ახმატოვას, სიმონოვის ლექსები.

რევაზ ჩხარტიშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ ენაზე. 35 წელი იმუშავა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სხვადასხვა სოფლებში.

გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები