ხოფერია ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხოფერია ჯემალ“ გადაიტანა გვერდზე „ჯემალ ხოფერია“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯემალ ხოფერია“ გადაიტანა გვერდზე „ხოფერია ჯემალ“ გადამისამარ...)

16:29, 10 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

ჯემალ ხოფერია – ქართველი პროზაიკოსი, დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში, 1940 წელს. ქ. ბათუმის №17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაასრულა.

პირველი მოთხრობა 1960 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოცემული აქვს 15 წიგნი: „ყვავილობა“ (1969), „წვიმიანი დღის ქრონიკა“ (1972), „მშობლიური კერა“ (1973), „აბდულა“, „ოლე“ (1986), „არ ვტყუივარ შენთან“ (1989), „როდესაც მეძახი“ (1974), „უნიადაგო“ (1994), „შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი“ (1997)…

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებაში, ქარხანა „ელექტროხელსაწყოში“, გაზეთის („ოქტომბრის გზით") რედაქციაში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარაში“ გამომშვებად, შემდეგ სარედაქციო განყოფილების გამგედ. იყო გაზეთების: „საბჭოთა აჭარის“, „სოვეტსკაია ადჟარიას“, „ახალგაზრდა კომუნისტის“, „სოფლის ცხოვრების“ „ლიტერატურული საქართველოს“ შტატგარეშე კორესპონდენტი. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.


წყარო

აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები