აბისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბისი''' – სოფელი ქარელის რაიონში, მდინარეების ლოპანისწყლ...) |
22:02, 15 ოქტომბერი 2025-ის ვერსია
აბისი – სოფელი ქარელის რაიონში, მდინარეების ლოპანისწყლისა და ფრონის შესართავთან. აბისი პირველად იხსენიება 1633 წ., როგორც ავალიშვილების სამკვიდრო მამული. XVIII ს. 20-30-იან წწ. დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII ს. ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX ს. ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა გორის მაზრაში.