ბონა დეა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
[[კატეგორია:ქალღმერთები]] | [[კატეგორია:ქალღმერთები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქალღმერთები | + | [[კატეგორია:რომაული ქალღმერთები]] |
[[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]] | [[კატეგორია:საკულტო დღესასწაულები]] | ||
[[კატეგორია:დღესასწაულები]] | [[კატეგორია:დღესასწაულები]] | ||
11:49, 29 ივნისი 2017-ის ვერსია
ბონა დეა – (რომ.) „კეთილი ღვთაება“. ნაყოფიერების ღვთაება რომაულ მითოლოგიაში, ქალთა მფარველი.
ბონა დეას ხშირად აიგივებდნენ ტყეთა და ველთა მფარველ ქალღმერთ ფაუნასა და დედამიწის ღვთაება მაიასთან. რომში ბონა დეას ეძღვნებოდა ორი ყოველწლიური ზეიმი: პირველ მაისს რომაელი ქალები საზეიმოდ აღნიშნავდნენ მისი სახელობის დღეს ავენტინუსის ბორცვზე აღმართულ ტაძარში. დეკემბრის დასაწყისში კი ზეიმი იმართებოდა კონსულის (პრეტორის) სახლში ვესტალების მონაწილეობით. ზეიმს კონსულის მეუღლე ხელმძღვანელობდა. კაცებს სასტიკად ეკრძალებოდათ ზეიმებში მონაწილეობა. იმპერიის ეპოქაში ბონა დეას დღესასწაულები ორგიებში გადაიზარდა.
ბონა დეას ტაძარი აღმართული იყო ავენტინუსის ბორცვზე. ღვთაებას წარმოსახავდნენ სიუხვის რქითა და გველებით მოსილს.