მაია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მაია – (ბერძნ.) პლეიადათაგან უფროსი, ატლასისა და პლეიონეს ასული, ჰერმესის დედა.
რომაელები ბერძენთა ამ ღვთაებას აიგივებდნენ დედამიწის ძველიტალიურ ქალღმერთ მაიასთან, რომლის პატივსადები ზეიმები იმართებოდა მაისის თვეში. სწორედ მაიას სახელთან არის დაკავშირებული თვის სახელწოდებაც. ზოგჯერ მაიას ვულკანუსის მეუღლედაც მიიჩნევდნენ და აიგივებდნენ ბონა დეასთან ან ფაუნასთან.