არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება''' – არქიტექტურასთან ე...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება''' – არქიტექტურასთან ერთად არქაიკის პერიოდში  „იბადება“ ბერძნული ქანდაკებაც, რომელიც განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის.  
 
'''არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება''' – არქიტექტურასთან ერთად არქაიკის პერიოდში  „იბადება“ ბერძნული ქანდაკებაც, რომელიც განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის.  
[[ARTEMIDE DELOSIDAN.png|thumb|არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს)]]
+
[[ფაილი:ARTEMIDE DELOSIDAN.png|thumb|80პქ|არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს)]]
 
ქანდაკებები ძველ საბერძნეთში ტაძრებში, ასევე ღია ცის ქვეშ – ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში, აკროპოლისებზე იდგმებოდა. ხშირად ქანდაკებებით ამკობდნენ მიცვალებულთა საფლავებსაც.
 
ქანდაკებები ძველ საბერძნეთში ტაძრებში, ასევე ღია ცის ქვეშ – ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში, აკროპოლისებზე იდგმებოდა. ხშირად ქანდაკებებით ამკობდნენ მიცვალებულთა საფლავებსაც.
  

16:23, 16 ოქტომბერი 2025-ის ვერსია

არქაული პერიოდის ბერძნული ქანდაკება – არქიტექტურასთან ერთად არქაიკის პერიოდში „იბადება“ ბერძნული ქანდაკებაც, რომელიც განვითარების საკმაოდ რთულ გზას გადის.

არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს)

ქანდაკებები ძველ საბერძნეთში ტაძრებში, ასევე ღია ცის ქვეშ – ქალაქის მოედნებზე, ქუჩებში, აკროპოლისებზე იდგმებოდა. ხშირად ქანდაკებებით ამკობდნენ მიცვალებულთა საფლავებსაც.

არქაიკის საწყის ეტაპზე ბერძნები თავიანთ გმირებს ხის, თაბაშირისა და ტერაკოტისაგან აქანდაკებდნენ, მოგვიანებით კი ძირითად მასალად ქვა მკვიდრდება. თუ თავდაპირველად ისინი ქვიშაქვას იყენებდნენ, ძვ.წ. VI ს-ის II ნახევრიდან უპირატესობას მარმარილოს ანიჭებენ. ამავე პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული ფიგურებიც.

ანტიკური ტრადიცია ბერძენ მოქანდაკეებს „დედალიდებად“ ანუ კრეტის მეფის – მინოსის კარზე მოღვაწე ლეგენდარული შემოქმედის დედალოსის მოწაფეებად თუ შთამომავლებად მოიხსენიებს.

არქაიკის პლასტიკის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუშები ძვ.წ. VII ს-ის I მესამედს მიეკუთვნება და მათში ჯერ კიდევ ძლიერია წინა ხანის ტრადიცია, ქსოანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ერთ-ერთი ამგვარი ქანდაკება, აპოლონის ფიგურა ამიკლესიდან (ძვ.წ. VI ს), რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, აღწერილი აქვთ ანტიკურ ავტორებს. მისი გამოსახულება ასევე ცნობილია მონეტებიდან. ქანდაკების სიმაღლე 13 მეტრს აღწევდა. პავსანიასის ცნობით, აპოლონის ფიგურა ძალზე წააგავდა ლითონის სვეტს, რომელსაც თავი და კიდურები მექანიკურად ჰქონდა „მიბმული“ სხეულზე. ეს აღწერა, როგორც ჩანს, ძალზე ახლოსაა სინამდვილესთან, რადგან არქაიკის საწყის ეტაპზე მართლაც გვხვდება ღვთაებათა მონუმენტური ფიგურები – კერპები, რომლებშიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია გეომეტრიული სტილისათვის დამახასიათებელი პირობითობა და სქემატურობა, სხეულის ბლოკურობა და დაუნაწევრებლობა. ამის მაგალითია არტემისის ქანდაკება კუნძულ დელოსიდან (ძვ.წ. VII ს), რომელიც, როგორც წარწერიდან ირკვევა, ვინმე ნიკანდრეს შეუწირავს ქალღმერთისათვის.

ქალის მონუმენტური ფიგურა ერთიან ბლოკს წარმოადგენს, თუმცა აქ უკვე მონიშნულია წელის არე და დაცულია სხეულის პროპორციები ტანას წელსზედა და წელსქვედა ნაწილების შეფარდება რეალურს უახლოვდება. სხვა მხრივ იგი ქსოანების ტრადიციას აგრძელებს: ფიგურა სრულიად უმოძრაოა და ფრონტალურად აღიქმება; ფორმები მთლიანი და დაუნაწევრებელია, ფეხის ტერფებიც მექანიკურადაა „მიდგმული“ სამოსის ქვედატანზე.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები