სკიფოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფაილი:Skifosi.png '''სკიფოსი''' – (ძვ.ბერძ. σκύφος), ღვინის ს...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:31, 24 ოქტომბერი 2025 მდგომარეობით

Skifosi.png

სკიფოსი – (ძვ.ბერძ. σκύφος), ღვინის სასმელი ღრმა, ჭიქისებური ფორმის, ბრტყელ ძირიანი, ორყურა ჭურჭელი. ჰორიზონტალური ყურები, როგორც წესი, ზედა ნაწილზე, უშუალოდ პირს ქვემოთაა მიძერწილი, ხოლო მუცელი ქვემოთკენაა შევიწროებული და მთავრდება ბრტყელი ძირით, რომელსაც დაბალი, რელიეფური სარტყელით გამოყვანილი სადგარი აქვს. ჭურჭლის ამ ფორმას საუკუნეების (ძვ. წ. VI-IV სს.) მანძილზე არსებითი ცვლილებები არ განუცდია, მხოლოდ ძვ. წ. IV ს. პირველ ნახევარში (უფრო, მეორე მეოთხედში) ჩნდება სკიფოსის ის ნაირსახეობა, რომელიც მკვეთრად პროფილირებული და ძირისაკენ ძლიერ შევიწროებული ტანით ხასიათდება. სკიფოსის ამ ტიპს ზოგიერთი მკვლევარი კოტილას უწოდებს.



[რედაქტირება] წყარო

ანტიკური არქეოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები