რიწის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რიწის ტბა''' − (''აფხ''. Риҵа), ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტო...) |
16:48, 12 ნოემბერი 2025-ის ვერსია
რიწის ტბა − (აფხ. Риҵа), ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის მარჯვენა შენაკადის იუფშარას ხეობაში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. რიწა საქართველოში ყველაზე ღრმა ტბაა (101 მ). იგი მთა ფშეგიშხის ჩამოქცევისა და მდინარე ლაშიფსას დაგუბების შედეგად გაჩნდა. რიწის სანაპიროები გარშემორტყმულია წიწვიანი და შერეული ტყეებით დაფარული მთის ფერდობებით, რის გამოც ის კავკასიაში ერთ-ერთ ულამაზეს ტბად ითვლება.