აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა''' – ქუჩა თბილისში, ძველი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:39, 19 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (გარეთუბანი); რევაზ ლაღიძის ქუჩიდან შოთა მესხიას ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სალდათის შესახვევი. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია კადეტის შესახვევის სახელწოდებით; 1923 წლიდან – კურსანტების შესახვევი, 30-იანი წლებიდან ა. გერცენის შესახვევი ერქვა. 1992 წელს ა. ქუთათელაძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.


[რედაქტირება] წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები