ბაღდავაძე ეკატერინე
(ახალი გვერდი: '''ეკატერინე ბაღდავაძე''' − (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:BArDAVAzE E.PNG|thumb|ეკატერინე ბაღდავაძე]] | ||
'''ეკატერინე ბაღდავაძე''' − (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1975, იქვე), ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღეწე, ქართული მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. | '''ეკატერინე ბაღდავაძე''' − (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1975, იქვე), ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღეწე, ქართული მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
ე. ბაღდავაძის დაზგური ფერწერა, მეტად მრავალფეროვანია, როგორც თემატურად ისევე ჟანრობრივადაც. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ინტენსიური, ჟღერადი კოლორიტი, მსუყე ფერწერული მონასმები და თავისებური დეკორატიულობა. ე. ბაღდავაზის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. | ე. ბაღდავაძის დაზგური ფერწერა, მეტად მრავალფეროვანია, როგორც თემატურად ისევე ჟანრობრივადაც. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ინტენსიური, ჟღერადი კოლორიტი, მსუყე ფერწერული მონასმები და თავისებური დეკორატიულობა. ე. ბაღდავაზის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
01:11, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია
ეკატერინე ბაღდავაძე − (დ. 24 ოქტომბერი, 1916, თბილისი — გ. 15 აგვისტო, 1975, იქვე), ქართველი ფერმწერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღეწე, ქართული მხატვრობის თვალსაჩინო წარმომადგენელი.
სამხატვრო განათლება ეკატერინე ბაღდავაძემ მიიღო საქართველოს სამხატვრო აკადემიაში. აქ სწავლობდა იგი სახალხო მხატვრების აკადემიოსების მოსე თოიძისა და უჩა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. აკადემიის დამთავრების (1940 წ.) შემდგომ მან სეავლა განაგრძო ასპირანტურაში.
1946 წლიდან ეკატერინე მოთელი არსებით მიეცა ფერწერის საქმეს, მონაწილეობას იღებდა საკავშირო თუ რესპუბლიკურ გამოფენებში. 1948 წელს მუშაიბა დაიწყო მხატვრულ რედაქტორად გამომცემლობა „ნაკადულში“. სადაც დიდი წარმატებით მუშაობს წიგნის გრაფიკის დარგში. მისი ილუსტრაციები ხასიათდებ. არტისტიზმითა და მჟღერი ფერადოვნებით.
1960 წელს ეკატერინე ბადავაძეს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1966-1975 წლებში ეკატერინე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტზე ასწავლიდა ფერწერასა და კომპოზიციას.
ე. ბაღდავაძის დაზგური ფერწერა, მეტად მრავალფეროვანია, როგორც თემატურად ისევე ჟანრობრივადაც. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ინტენსიური, ჟღერადი კოლორიტი, მსუყე ფერწერული მონასმები და თავისებური დეკორატიულობა. ე. ბაღდავაზის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.