არჩილ ქურდიანის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არჩილ ქურდიანის ქუჩა''' – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუ...) |
მიმდინარე ცვლილება 10:57, 20 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
არჩილ ქურდიანის ქუჩა – ქუჩა თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (დიდუბე); ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც გლდანის ქუჩა. 1990 წელს არჩილ ქურდიანის სახელი ეწოდა.