აკაკი წერეთლის გამზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაკი წერეთლის გამზირი. 1963წ.

აკაკი წერეთლის გამზირი − გამზირი თბილისში. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი (დიდუბე): გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის ხიდამდე. საფუძველი ჩაეყარა შუა საუკუნეებში თბილისის ჩრდილოეთ განაპირა დასახლების, დიდუბის გაჩენის შემდეგ. XIX ს. 20-იან წლებში აქ გადიოდა გზა ვიურტემბერგელ გერმანელთა დასახლება ალექსანდერდორფამდე და ერქვა „გზა გერმანელთა კოლონიაში“. XIX ს. შუა ხანებში აქ დასახლდნენ მოლოკნები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ცენტრალური რაიონებიდან ჩამოვიდნენ 1872 თბილისი – ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ. ამ ქუჩაზე ძირითადად რკინიგზის მუშები დასახლდნენ. შემდეგ – ტრამვაელები. თბილისის 1867 და 1900 წლების გეგმების მიხედვით წერეთლის გამზირის დასაწყისი ეჭირა ელისაბედის, ახლანდელი მ. წინამძღვრიშვილის ქუჩას. ქუჩა თანდათან გაიზარდა ჩრდილოეთით. 30-იან წლებში ბრძოლის ქუჩა დაერქვა (რევოლუციური წარსულის გამო). დატანილია თბილისის 1934 წ. გეგმაზე. დიდუბის ინტენსიური განაშენიანების შედეგად წარმოიქმნა პროსპექტი. რომელსაც 1958 მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელი.

ეს არის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ძირითადი მაგისტრალი (სიგრძე დაახლოებით 3.8 კმ.) მიემართება მტკვრის პარალელურად და უერთდება შ. შალიკაშვილის (ყოფილი დიდუბის) ხიდს. რომელიც ამ რაიონს აკავშირებს დიღომთან. 60-იან წლებში დაიწყო გამზირის გაფართოება-რეკონსტრუქცია. ძირითადად განაშენიანებულია რვასართულიანი საცხოვრებელი სახლებით. გამზირზეა სააქციო საზოგადოება „თბილქალაქმშენი“. შპს „სამთო ქიმია”. შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“. ეროვნული სტადიონი (XX ს. 30-იანი წლები: არქიტექტორი ა. ქურდიანი. არქიტექტორი ნ. გრინევსკის მონაწილეობით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1976 (არქიტექტორები: ა. და გ. ქურდიანები. კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი) და 2006 (არქიტექტორები: გ. და ა. ქურდიანები). დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი. საგამოფენო ცენტრის – „ექსპოჯორჯიის“ პავილიონები. მძლეოსნობის სასახლე (1979: არქიტექტორები: მ. ლიპარტელიანი. მ. ჩხენკელი. რ. ჯანაშია). გამზირზე დგას ა. წერეთლის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი. არქიტექტორი ო . ლითანიშვილი). სკულპტურული კომპოზიცია „გონების აღმაფრენა“ (მოქანდაკე ლ. მამალაძე). გამოდის მეტროს სადგურები „წერეთლის გამზირი“. „დიდუბე“.

წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები