სოფელ არცევის ნაეკლესიარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფაილი:Naekl4.png '''სოფელ არცევის ნაეკლესიარი''' - ადრე შუა საუკუნ...)

15:39, 20 ნოემბერი 2025-ის ვერსია

Naekl4.png

სოფელ არცევის ნაეკლესიარი - ადრე შუა საუკუნეები - სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე (ადგილი გოიანთა) მდებარე ეკლესიიდან შემორჩენილია დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლის კედიები, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედსწარმოადგენს, აღმოსავლეთით - ნახევარწრიული აბსიდით, რომლის მხოლოდ სამხრეთი მხარე იკითხება. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთით - მინაშენია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. მინა- შენიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი და აღმოსავლეთი კედელი. კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები