სოფელ ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''სოფელ ბიეთის ღვთისმშობლის ს...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზ...) |
14:50, 25 ნოემბერი 2025-ის ვერსია
სოფელ ბიეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა. მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შებრტყელებული აბსიდით, რომლის ცენტრში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშაა.ეკლესიის კამარა შეისრულია. სამხრეთი შესასვლელის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. კამარის დასავლეთინაწილი ჩამონგრეულია, იატაკი მიწურია, საბურავი ჩამოცვენილია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა