სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]]
[[კატეგორია:ქურთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურილი ძეგლები]]
+
[[კატეგორია: ერედვის მუნიციპალიტეტის არქიტექტურილი ძეგლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]]

15:40, 25 ნოემბერი 2025-ის ვერსია

Cixe.png

სოფელ აწრისხევის ბეხუშეს ციხე - გვიანი შუა საუკუნეები - მდ.ჩაფარუხის წყლისა და ქნოღოს წყლის შესართავთან აღმართული ციხე ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით დუღაბზე. ქვის წყობა ქაოსურია. ციხე კლდეზეა აშენებული და ყოველი მხრიდან თითქმის მიუდგომელია. მისი ღერძი ვითარდება სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. სამხრეთიდან ჩრდილოეთით – წაგრძელებულია 50 მ-ის სიგრძეზე, ხოლო სიგანეზე 20-25 მ. ციხის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის არქიტრავული შესასვლელი. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. ციხეს ჩრდილოეთით ორი, დასავლეთით და აღმოსავლეთით სამ-სამი ნახევარწრიული კონტრფორსი აქვს. დასავლეთის კონტრფორსები ძლიერ დაზიანებულია. ციხის შიდა ტერიტორია დაფარულია ჩამონაშალი ქვით.






წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები