სოფელ თამარაშენის მაცხოვრის ეკლესია
(ახალი გვერდი: ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან '''სოფელ თამარაშე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:42, 4 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ თამარაშენის მაცხოვრის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - დარბაზული ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. ძეგლი ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით, სქელ დუღაბზე. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. სამხრეთით ერთი თაღოვანი ნიშაა, ჩრდილოეთით კი ორი. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებში შემორჩენილია კანკელის ბუდეები. კამარა და კონქი ხისაა, კამარა ნახევარცილინდრულია. სამხრეთის კედელში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი შელესილია. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი რკინისაა, რომლის ზედა ნაწილში რკინისავე ჯვარია მიკრული. ეკლესიის საბურავად გამოყენებულია ყავარი. კამარა და კონქი მრავალ ადგილას ჩამოშლილია. იატაკი - დაზიანებულია, კედლები დაბზარულია.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა