სოფელ ინაურის ციხე
(ახალი გვერდი: ინტერიერის ფრაგმენტი '''სოფელ ინაურის ციხე''' - გ...) |
16:16, 5 დეკემბერი 2025-ის ვერსია
სოფელ ინაურის ციხე - გვაინი შუა საუკუნეები - ძეგლი მდებარეობს სოფლიდან სამხრეთით 1-კმ-ზე. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით შევსებულია წვრილი ქვით. დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა ციხის ღერძი განვითარებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე. ნაგებობიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მცირე ფრაგმენტები. ციხეს განივი კედელი ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში დიდი ზომის სწორკუთხა სარკმლებია, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ნახევარწრიული კონტრფორსი. ციხესთან მისასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, დასავლეთ კედელს კოშკი ებჯინება. კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია გაჭრილი. კარი ნაოთხალია; დატანებული აქვს საურდულე. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში მოთავსებულია დიდი ზომის, ნახევარწრიული ნიშები, რომელთა კონფიგურაცია ფასადებზეც მეორდება. ჩრდილოეთ ნიშში გაჭრილია სათოფური. დასავლეთ კედელს ღიობი ემჩნევა.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა