პაპინიანი ბორის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბორის პაპინიანი“ გადაიტანა გვერდზე „პაპინიანი ბორის“ გადამის...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Boris papiniani.png|thumb|130px|ბორის პაპინიანი]]
 
'''ბორის არტემის ძე პაპინიანი''' – (19.07.1913-1993), სომეხი  საინტენდანტო სამსახურის  გენერალ-მაიორი (22.02.1963).
 
'''ბორის არტემის ძე პაპინიანი''' – (19.07.1913-1993), სომეხი  საინტენდანტო სამსახურის  გენერალ-მაიორი (22.02.1963).
  

მიმდინარე ცვლილება 14:18, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ბორის პაპინიანი

ბორის არტემის ძე პაპინიანი – (19.07.1913-1993), სომეხი საინტენდანტო სამსახურის გენერალ-მაიორი (22.02.1963).

დაიბადა ქ. ახალციხეში, ხელოსნის ოჯახში.

1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ჰიდროტექნიკური ტექნიკუმი.

1931-1934 წლებში მუშაობდა ახალციხის სასაზღვრო რაზმში, სასაზღვრო საგუშაგოების მშენებლობის მწარმოებლად.

1934 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. მსახურობდა 1-ლ ქართულ მსროლელ პოლკში (ტფილისში).

1935 წლიდან მსახურობდა ახალციხის სამხედრო კომისარიატში, შემდეგ საქართველოს სამობილიზაციო ოლქში (ტფილისში), რომელსაც 1938 წელს ეწოდა საქართველოს სსრ სამხედრო კომოსარიატი.

1940 წელს გადაიყვანეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, მონაწილეობას იღებდა 89-ე სომხური, 414-ე და 276-ე ქართული მსროლელი დივიზიების ფორმირებაში.

1954 წლამდე მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში.

1954-1964 წლებში მსახურობდა გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში.

1964-1967 წლებში მსახურობდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ.

გენერალ-მაიორი პაპინიანი წლების განმავლობაში ითვლებოდა საინტენდანტო სამსახურის მსხვილ მუშაკად, სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით და მოწონებით რიგ სამხედრო ოლქების ჯარებში. მას არ ჰქონდა სპეციალური სამხედრო მომზადება გავლილი, მაგრამ მან დამოუკიდებლად მოიპოვა ფართო პროფესიული თვისებები, და ღრმად ერკვეოდა საინტენდანტო სამსახურის ყველა წვრილმანში.

1967 წელს გავიდა თადარიგში.

დაჯილდოებული იყო წითელი დროშის, 2 წითელი ვარსვლავის, სამამულო ომის II ხარ.(1985) ორდენებით და მედლით საბრძოლო დამსახურებისათვის


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები