მიანსაროვი სერგო
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Miansarovi sergo.png|thumb|140პქ|სერგო მიანსაროვი]] | ||
'''სერგო არკადის ძე მიანსაროვი''' – (1916-1966), სომეხი გენერალ- მაიორი (03.08.1953), დაიბადა ტფილისში. დედამისი იყი [[აზნაური|აზნაურ]] იოსელიანის ქალიშვილი. | '''სერგო არკადის ძე მიანსაროვი''' – (1916-1966), სომეხი გენერალ- მაიორი (03.08.1953), დაიბადა ტფილისში. დედამისი იყი [[აზნაური|აზნაურ]] იოსელიანის ქალიშვილი. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:30, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სერგო არკადის ძე მიანსაროვი – (1916-1966), სომეხი გენერალ- მაიორი (03.08.1953), დაიბადა ტფილისში. დედამისი იყი აზნაურ იოსელიანის ქალიშვილი.
დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმი. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ობიექტებზე, თბილისის საბჭოს საპროექტო სახელოსნოში და დაუსწრებლად სწავლობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში.
1936 წელს გახდა თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი.
1940 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სოხუმის ქვეით სასწავლებელში, სადაც თანმიმდევრულად მსახურობდა ოცმეთაურად, ასმეთურად და სასწავლო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ. აქტიურად მონაწილეობდა 1941-1945 წლების სსრკ დიდ სამამულო ომში.
1943 წელს დაინიშნა I უკრაინის ფრონტის მე-13 არმიის დაზვერვის უფროსის უფროს თანაშემწედ.
1944 წელს დანიშნეს მე-13 არმიის საინფორმაციო-სადაზვერვო განყოფილების უფროსად, მოგვიანებით კი მე-13 არმიის 24-ე მსროლელი კორპუსის დაზვერვის უფროსად. ომის შემდეგ მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში.
1949-1951 წლებში მსახურობდა შენაერთის შტაბის უფროსად.
1951-1956 წლებში მსახურობდა სომხური მსროლელი დივიზიის მეთაურად.
1951 წლის 23 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1958 წელს დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემიის უმაღლესი აკადემიური კურსები ოქროს მედალზე.
1962 წელს ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. გარდაიცვალა ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.
არჩეული იყო სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.
დაჯილდოებული იყო წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის, წითელი ვარსკვლავის და სამამულო ომის I ხარ. ორდენებით.